FAQ
რა არის open.mp?
open.mp (Open Multiplayer) არის ერთ-ერთი მოდიფიკაცია San Andreas-ის თვის, რომლის შექმნის ინიციატივა გამოიწვია პრობლემების ზრდამ განახლებებსა და მენეჯმენთზე SA:MP-ში. პირველი ვერსიის მიზანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასერვერო პროგრამის ჩანაცვლება. ამჟამინდელი SA:MP-ის კლიენტით შესაძლებელი იქნება open.mp სერვერთან დაკავშირება. მომავალში კი open.mp-ის კლიენტი იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც მეტ შესაძლებლობებს შემოგვთავაზებს.
არის თუ არა ეს განშტოება?
არა. ეს არის კოდის აბსოლუტურად ხელახლა გადაწერა დიდხნიანი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით. უკვე იყო SA:MP განშტოებების შექმნის მცდელობები, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ მათ ჰქონდათ ორი ძირითადი პრობლემა:
- ისინი დაფუძნებული იყვნენ "გაჟონილი" SA:MP-ის კოდზე. ამ მოდიფიკაციების ავტორებს არ ჰქონდათ ამ კოდის გამოყენების უფლება; ისინი მორალურადაც და ლეგალურადაც ყოველთვის უკანა ფლანგზე იყვნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარს ვამბობთ ამ კოდის გამოყენებაზე. ეს ოდნავ აფერხებს განვითარების სისწრაფეს, თუმცა, ეს სწორი ნაბიჯია სტაბილური გაშვებისთვის.
- მათ სცადეს თავიდან გამოეგონებინათ ძალიან ბევრი რამ ერთ ჯერზე: სკრიპტინიგ ძრავის შეცვლა, შესაძლებლობების მოშორება სხვა შესაძლებლობების დამატებისას, სხვადასხვა რაღაცების ერთმანეთთან შეუთავსებლად დაკავშირება. ეს იწვევს იმ სერვერების განვითარების შეფერხებას, რომლებსაც დიდი რაოდენობის მოთამაშეები და კარგად დამუშავებული სკრიპტი აქვთ, რადგან მათ მოუწევდათ თავიდან დაეწერათ ბევრი რამ. ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ დავამატოთ ბევრი ახალი რამ, ამასთანავე ვზრუნავთ მიმდინარე სერვერებზე: ვუწყობთ ხელს, რომ გამოიყენონ ჩვენი პროდუქტი თავიანთი კოდის შეცვლის გარეშე.
რატომ ვაკეთებთ ჩვენ ამას?
მიუხედავად დიდი მცდელობებისა SA:MP-ის დეველოფმენთში ოფიციალურად ჩართვისა სხვადასხვა ფორმებით (რჩევებით, სიახლეების მოთხოვნით, ბეტა ტესტერის პოზიციაზე ყოფნის ინიციატივის გამოჩენით) ჩვენ არანაირი პროგრესი არ დაგვინახავს. ეს ყოველივე მიჩნეული იყო როგორც ინტერესის კარგვა ამ მოდის გაუმჯობესებაში, რაც თავის მხრივ პრობლემა არაა, მაგრამ არც წარმატებაა. იმის მაგივრად, რომ განვითარება გაგრძელებულიყო თუნდაც იმ ხალხის მიერ ვისაც ეს უნდოდა, დამაარებელს სურდა მიექცია ყურადღება: აკავშირებდა სხვადასხვა საქმეებს მინიმალური შედეგის მისაღებად. ზოგი ფიქრობს, რომ ეს დაბალი შემოსავლის ბრალია, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მიუხედავად დიდი ინტერესისა და მზარდი მოთამაშეების რიცხვისა, მას სჯეროდა, რომ მხოლოდ 1 ან 2 წელი ჰქონდა დარჩენილი ამ მოდს, და ის საზოგადოება, რომელმაც წვლილი შეიტანა, გაეხადა SA:MP-ი ის, რაც დღეს არის, არ იმსახურებდა ამ საქმის გაგრძელებას.
ჩვენ არ ვეთანხმებით.
რა არის თქვენი აზრი კალკორის/SA:MP/სხვა რამის შესახებ?
ჩვენ გვიყვარს SA:MP-ი, რაც არის ჩვენი აქ ყოფნის პირველი მიზეზი და ჩვენ ვალში ვართ Kalcor-თან მისი შექმნისთვის. მას მრავალწლიანი ღვაწლი მიუძღვის ამ მოდისთვის, რომელიც არ უნდა იყოს დავიწყებული ან/და დაიგნორებული. ქმედებები, რომლებიც მიუძღვის open.mp-ს წინ, გამოწვეულია იმის გამო, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მის რამდენიმე გადაწყვეტილებას და ასევე მის ერთსა და იმავე მცდელობას, რომელიც მოდიფიკაციის არასწორი მიმართულებით წაყვანას ცდილობს, ეს მცდელობები კი პრობლემებს არ ჭრის. ამის გამო, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება და განვაგრძოთ SA:MP-ი Kalcor-ის გარეშე. ჩვენი ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული პირადი მიზნებისთვის და არც არავის შეურაცხყოფა არაა, როგორც ეს შეიძლება ზოგმა გაიგოს.
არ არის ეს საზოგადოების გაყოფა?
ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი იდეების თანახმად, ეს არ არის მომხმარებლების გაყოფა, მაგრამ რაღაციდან გამოცალკევება და სხვა რამის გადარჩენა უკეთესია, ვიდრე არაფერი. ფაქტის თანახმად, ვინაიდან ამ მოდს ჰყავს დიდი რაოდენობით არაინგლუსურენოვანი მომხმარებელი, მათ მაინც მიიღეს ინგლისურენოვანი მომხმარებლების საზოგადოება. მომხმარებლები ნელ-ნელა იყოფოდნენ ერთმანეთისგან და, მაშასადამე, ჩვენი იდეა იმაშიც მდგომარეობს, რომ ისევ გავაერთიანოთ მოთამაშეები და დავაბრუნოთ მათი ერთობა. ბევრი მომხმარებელი იყო დაბლოკილი ოფიციალური SA:MP-ის ფორუმიდან ( და რამდენიმე შემთხვევაში მათი პოსტებისა და კომენტარების ისტორიაც წაიშალა), მაგრამ Kalcor-მა განაცხადა, რომ SA:MP-ის ოფიციალური ფორუმი არ არის SA:MP-ი, და არც მისი ნაწილი. ბევრ მოთამაშესა და სერვერის მფლობელს არ აქვთ დაპოსტილი ამ ფორუმზე, უფრო მეტიც: არც არიან დარეგისტრირებულნი.
ვინაიდან და რადგანაც ის არის "Open" Multiplayer, იქნება თუ არა მისი კოდი ყველასათვის ხელმისაწვდომი?
დიახ, არის ჩვენი პასუხი, თუმცა ამჟამად ჩვენ ვცდილობთ, დავამყაროთ ღია კომუნიკაცია და გამჭირვალობა დეველოფმენთის შესახებ (რომელიც უკვე გაუმჯობესებაა). მომავალში კი, როცა ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება, გავხდით კოდს ხელმისაწვდომს.
როდის გაეშვება?
ეს საკმაოდ რთული შეკითხვაა, რომელსაც ერთი, თუმცა არასრული პასუხი აქვს: როცაც მზად იქნება. არ არსებობს გზა, რომელიც მიგვითითებს, თუ რამდენი ხანი დასჭირდება მსგავსი პროექტის დასრულებას. დიდი ხანია მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და მისი აქტივობა სამწუხაროდ ცვალებადია, ამის ფაქტორი კი იმ ხალხის შეზღუდული თავისუფალი დრო გახლავთ, რომლებიც პროექტზე მუშაობენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროექტი სწრაფად პროგრესირებს გარკვეული მიზეზების გამო, რომლებზეც დეტალურად მომავალში ვისაუბრებთ.
როგორ შეგიძლია დაგვეხმარო?
თვალი ადევნე ფორუმს. ჩვენ გვაქვს გახსნილი სტატია ამ თემაზე, რომელსაც მაშინვე ვანახლებთ, როგორც კი განახლებას ვაკეთებთ პროდუქტზე. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დაგეგმიზლე ადრე გამჟღავნდა საზოგადოებაში, ჩვენ უკვე ახლოს ვართ პირველი ვერსიის გამოშვებასთან. თუმცა, ეს არ ნიშავს, რომ მეტი დახმარება არ დაფასდება. მადლობა ყველას წინასწარ ამ პროექტში დაინტერესებისთვის და იმედის ქონისთვის:
რა არის burgershot.gg?
burgershot.gg არის გეიმინგ ფორუმი და არაფერი სხვა. ბევრი მომხმარებელი არის ჩართული ორივე პროექტში და გარკვეული open.mp-ს განვითარება-განახლება იპოსტება აქ, თუმცა, ეს ორი სხვადასხვა დამოუკიდებელი პროექტია. burgershot.gg არ არის OMP ფორუმი, არც OMP არის burgershot-ის საკუთრება. როცა OMP საიტი სრულად გაეშვება, ეს ორიც განთავისუფლდება ერთმანეთისგან (SA:MP-იც დაჰოსტილი იყო GTAForums მიერ სანამ საკუთარ საიტს გაუშვებდა).
რას ვფიქრობთ OpenMP -ზე?
Open Multi-Processing პროექტი არის "OpenMP", ჩვენ ვართ "open.mp" - აბსოლუტურად სხვადასხვა.